Feel free to add tags, names, dates or anything you are looking for
ზურაბ გიკაშვილი (1961) დაიბადა ყვარელში. სწავლობდა თელავის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, ბოლოს კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ზურაბ გიკაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობდა. ერთ-ერთი პირველი ჯგუფური გამოფენა, სადაც ის მარკუს ლუპერცმა აირჩია, გაიმართა 1992 წელს, იტალიის თანამედროვე ხელოვნების ჯიბელინას მუზეუმში. ის არის 1990-იანი წლების იმ ქართველი მხატვრების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, რომელთა ნახატები გამოირჩევიან ეგზისტენციალური თემებით, დახვეწილი ფერწერის ტექნიკით, ემოციურობითა და მაღალი მგრძნობელობით. მისი ნამუშევრები მრავალ კოლექციაშია შესული - მათ შორისაა Huma Kabakci კოლექცია, რომელიც ცნობილია თავისი დიდი მასშტაბითა და მრავალფეროვნებით.